რთული ეპიდვითარება

12 აგვისტო 2021, 14:09 734 ნახვა

მესამე დღეა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 5 ათას აჭარბებს. საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობაც.  კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კოვიდ-19 ს, ბოლო 4 დღეში კი ჯამში 200-მდე ადამიანი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაა აჭარაშიც,   ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.

რთული ეპიდ ვითარების ფონზე  რეგიონში კოვიდკილინიკებში  55 ადგილი დაემატა  გუშინ,   მათ შორის 11 რეანიმაციულ განყოფილებაში.

კოვიდის მართვაში კლინიკა ,, მედალფაც’’ ჩაერთო. აქ 80 ადგილია გამოყოფილი.

ყოველდღიურად მაღალია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების გამოძახებაც, საწოლების რაოდენობა ისევ დეფიციტურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი