წარადგინე კოვიდპასპორტი და მიიღე 500-ლარიანი ვაუჩერი ქირურგიულ მომსახურებაზე. ასევე 50% ფასდაკლება სრულ ლაბორატორიულ კვლევებზე“ ამ სლოგანით ევექსის ჰოსპიტლები ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას განაგრძობს საქართველოს მასშტაბით და ამჯერად ბენეფიტებს შესთავაზებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდ-19 ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი.
კამპანიის ფარგლებში ბენეფიტების მიღება ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.
ბენეფიტების გააქტიურება შესაძლებელია ჰოსპიტლის რეგისტრატურაში ორჯერადი აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო ევექსის ქობულეთის რეგიონული ჰოსპიტალიც.