გაზრდილი მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოში

11 აგვისტო 2021, 14:57 948 ნახვა

კორონავირუსთან ერთად გაზრდილია სეზონური ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობაც. რის გამოც პედიატრიულ განყოფილებებში თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ არის.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ სამი პაციენტის მიღება შეუძლიათ, თუმცა თავისუფალი ადგილები,როგორც კლინიკაში ამბობენ, დღეს ისევ შეივსება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ბავშვების  გაწერას ელოდებიან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან, სადაც დილის მონაცემებით ყველა ადგილი შევსებული იყო.

ჰოსპიტალში 63 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, მათგან 4 სტაბილურად მძიმეა. კიდევ 64 პაციენტი კი ნაწლავური ინფექციითაა მოთავსებული.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი