აჭარაში კორონავირუსის 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონში გამო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 279 პაციენტი, გარდაიცვალა 1.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 862 პაციენტი, მათგან მძიმეა 134-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 22.
ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული 5, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 433.