კოვიდ 19-მა დღეს წლის მორიგი რეკორდი დაამყარა - 5 697 ინფიცირებული და 54 გარდაცვლილი.
გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. კონტროლი მკაცრდება ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღნიშვნაზეც.
ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტები ჯერ 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი დაილუქებიან.
სპეციალისტები მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.