2008 წლის ომში დაღუპული ომის გმირის, თენგო ჭაღალიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლებმა. 19 წლის თენგო ჭაღალიძე, ვაზიანის, მე-4 ქვეითი ბრიგადის, 42-ე ბატალიონში მსახურობდა.
სამხედრო სამსახურის პარალელურად ის სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ბრძოლასთან ერთად, დაჭრილ ჯარისკაცებს პირველად დახმარებას უწევდა. სწორედ ბრძოლის ველზე დაბრუნებულს მოხვდა ყუმბარის ფრაგმენტი მუცლის არეში და ადგილზე დაიღუპა.