 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 203 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვორლდმეტერსი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა კი 182 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16 მილიონ 300 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            