9 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 282 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 874. მძიმე პაციენტია 134 ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 21 პირი.
2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, პირი, აჭარაში - 5 186.