თორნიკე რიჟვაძე: ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება

08 აგვისტო 2021, 14:55 979 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“ქედს ვიხრი ყველა დაღუპული გმირი ჯარისკაცის, სამოქალაქო პირისა და მათი ოჯახების წინაშე. მძიმე დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა. 

ღონისძიებას აჭარიდან აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი