გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალშია

05 აგვისტო 2021, 10:42 907 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი  ნახევარფინალში გავიდა. მან პირველ წრეში ეგვიპტელი სპორტსმენი 11:0 დაამარცხა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ ჩინელ დენ ჟივეის დაუპირისპირდა და მასაც მოუგო.

ქართველი მოჭიდავის მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ჰოსეინ ზარე იქნება. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, რომელიც 74 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობს, პირველივე წრეში იტალიელ ფრანკ ჩამისოსთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში გამოსვლისა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის შანსს ინარჩუნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი