აფეთქება ქაბულში

04 აგვისტო 2021, 10:50 597 ნახვა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მწვანე ზონასთან“, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 3 თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 7 ადამიანი. ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახლი იყო. აფეთქების შედეგად ის და მისი ოჯახის წევრები არ დაზიანებულან, მაგრამ დაშავდა მისი დაცვის რამდენიმე თანამშრომელი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი