ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქ კორონავირუსზე ტესტს მთელ მოსახლეობას ჩაუტარებენ.ამის მიზეზი ქალაქში კოვიდ-19-ის შიდა გადაცემის შვიდი შემთხვევა გახდა, რაც ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის პერიოდში პირველად მოხდა. დაინფიცირების შემთხვევების ზრდას ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. 2019 წელს კორონავირუსის პირველი შემთხვევა უჰანში აღმოაჩინეს. ჩინეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში - ჰენანის, ჰუბეის, ჰუნანისა და იანგშუს პროვინციებში დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღის შეჩერების მიზნით ჩინეთის ხელისუფლებამ რეგიონებს შორის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.