საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან.
პატრიარქი ილია მეორე გამოკითხულთა 88%-ს ძალიან მოსწონს, 7%-ს არ მოსწონს, 1%-ს არასდროს სმენია მის შესახებ, 5%-ს პასუხი არ აქვს.
დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 58%-ს, 37%-ს არ მოსწონს, 1%-ს არ სმენია მის შესახებ, 4%-ს კი, შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 56%-ს, არ მოსწონს 39%-ს.
მეოთხე ადგილს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 40%-ს და არ მოსწონს 54%-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. გამოკითხულთა 39%-ს ის ძალიან მოსწონს, 54%-ს კი, არა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 31% მოსწონს, 65% კი არ მოსწონს.
გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.