საბერძნეთში რეკორდული სიცხეებია

02 აგვისტო 2021, 18:45 584 ნახვა

საბერძნეთში უკვე ერთი კვირაა რეკორდული სიცხეა. სინოპტიკოსები ზოგიერთ რაიონში +47 პროგნოზირებენ. ათენის ობსერვატორიის მკვლევართა თქმით, ცხელი ტალღა ბოლო 35 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იქნება. დღეს რამდენიმე არქეოლოგიურმა ძეგლმა მუშაობის შეჩერების შესახებ განკარგულება მიიღო, რათა სიცხისგან პერსონალი და ვიზიტორები დაეცვა. ცხელმა ამინდმა, შესაძლოა, ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ვითარება გააუარესოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში