დღეს დილით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. განსაკუთრებული ემოციებითა და ოვაციებით, რა თქმა უნდა, 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს – ლაშა ბექაურს შეხვდნენ.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჩვენს ნაკრებს ოთხი მედალი მოუტანეს - ერთი ოქრო და სამი ვერცხლი. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ძიუდოში საუკეთესო შედეგია.
საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.