დღეს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ორი წარმომადგენელი იასპარეზებს

31 ივლისი 2021, 09:15 918 ნახვა

დღეს 31 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან ორი სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს 96 კგ. წონით კატეგორიაში ძალოსანი ანტონ პლესნოი და მძლეოსანი სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა წარმოადგენს.

24 წლის პლესნოი "ა" ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და ასპარეზობას თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყებს.

სიგრძეზე ხტომაში საკვალიფიკაციო ეტაპი 14:10 საათზე დაიწყება.

ბაჩანა ხორავა თუ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს 2 აგვისტოს ფინალურ ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა.

ამ დროისათვის საქართველოს 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი აქვს. ყველა მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში