ნინო სალუქვაძემ კი ოლიმპიადაზე 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში ასპარეზობა დაასრულა. მან ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ნინომ 44 სპორტსმენში 25-ე ადგილი დაიკავა.
სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია.
ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.