საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი, გარდაიცვალა 25.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93 %, ბოლო 14 დღის – 6,59 %, ბოლო შვიდი დღის – 7,09 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 416 338 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 381 246 გამოჯანმრთელდა, 5 793 კი, გარდაიცვალა.