ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

29 ივლისი 2021, 14:43 1110 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში ვაჟთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა.

კაპიტანმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა იაპონელ აარონ ვულფთან ვაზარით დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს ნიაზ ილიასოვს დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც დამარცხდა და ტოკიოს უმედლოდ დაემშვიდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი