სტიქია მესტიაში

27 ივლისი 2021, 17:50 1018 ნახვა

მესტიაში სტიქიას ებრძვიან. მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ სრულად ან ნაწილობრივ გაანადგურა როგორც შიდასასოფლო გზები, ისე ცენტრალური გზის ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზები. სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი სრულად განადგურდა, რის გამოც სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას. სოფელ მულახში ადიდდა "ხერაშის" ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია. სოფელ ბეჩოში დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ იფარში ადგილობრივები ვერ ახერხებენ საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც საქონელი ჰყავთ დატოვებული. მესტიის მერიის განცხადებით, ზარალის შესწავლა და დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი