კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა აჭარაში. მთავრობის ინფორმაციით, ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესზე რეგიონში.
ითქვა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 2 000-მდე მსურველმა ჩაიტარა. ჯამში აჭარაში 45 000-მდე ადამიანი აიცრა.ვაქცინაციის პროცესი ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.