ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა

27 ივლისი 2021, 14:06 1023 ნახვა

ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლების რაოდენობა ვერ გაზარდეს.  ძიუდოს ტურნირში, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოსთვის შეხვედრა ტატო გრიგალაშვილმა დათმო.

გრიგალაშვილი მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც წელს ივნისში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო. იგივე მოხდა ტოკიოშიც.

გრიგალაშვილმა  მეტოქეს შიდო მიაღებინა, მაგრამ შემდეგ თავისივე დაწყებულ ილეთზე, იპონზე გდების შესრულების შესაძლებლობა მეტოქეს მისცა და ტოკიოს ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი