ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში 81 კილოგრამამდე წონაში ტატო გრიგალაშვილი დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში განაგრძობს ბრძოლას. იგი მონღოლ ჯუდოკასთან დამარცხდა, მართალია თავიდან ტატომ ვაზარი გაახერხა, თუმცა შემდეგ უკვე უპირატესობა მოლაეის მხარეს გადავიდა და მან ჯერ ვაზარით გაათანაბრა, შემდეგ კი დამატებით დროში კიდევ ერთ ვაზარზე დადო ტატო.