გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, დიდუბეში, ბათუმის მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. არსებული ცნობით, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, როდესაც მას მატარებელი შეეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ადგილზე შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის მსუბუქი ტრავმებით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე თქმით, დაშავებულს პირველადი დათვალიერების შედეგად სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული.