ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

26 ივლისი 2021, 14:41 3969 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. 73 კგ. წონით კატეგორიის ფინალურ დაპირისპირებაში შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოსთან დამატებთი დროის მე-5 წუთზე დამარცხდა.

ლაშამ ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოახერხა მედლების მოპოვება. მან 2012 წელს ოქრო, 2016 წელს ბრინჯაო , ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში ლაშამ სამხრეთ კორეის წარმოუდგენელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში 3 გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა.

მანამდე კი შავდათუაშვილმა ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით მოუგო, მერვედფინალში ასევე ვაზარით ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში იპონით სძლია.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალი აქვს და ორივე ძიუდოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს. გუშინ ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა გამოიმუშავა.

ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან და მეხუთე ადგილზე გავიდა.

ეთერი პირველი ქართველი ძიუდოისტია რომელიც მედლისთვის საბრძოლო შეხვედრაში გავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში