ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ლორენცო სონეგო დაამარცხა

26 ივლისი 2021, 10:36 1794 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიური თამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დაძლია.

ბასილაშვილი იტალიელ მსოფლიოს 26-ე ჩოგანს ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა და სამ სეტში ანგარიშით 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა.

მსოფლიოს 41-ე ჩოგანი ნოკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.

ზვერევი ამ დროისთვის მსოფლიოს მე-5 ჩოგანია. ეს ჩოგბურთელები კარიერაში სულ 4 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 3 გერმანელმა მოიგო, ხოლო ერთი ქართველმა.

ბასილაშვილისა და ზვერევის შეხვედრა 28 ივლისს თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება. შეგახსნებთ რომ ნიკამ პირველად ოლიმპიურ თამაშებზე რიოში იასპარეზა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში