საქართველოს ვაჟა მარგველაშვილმა პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა

25 ივლისი 2021, 14:35 1177 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია ფინალურ შეხვედრაში მარგველაშვილი მთავარ ფავორიტს, იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა.

ვაჟამ ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონ და რიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან, სამხრეთკორეელ ბაულს ანს დამატებით დროში მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილი ოლიმპიადაზე პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც რუსი ძიუდოისტი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს იპონით აჯობა.

ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი გამოიმუშავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი