ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა ხულოში.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა და ეპიდემიოლოგებმა იმუნიზაციის და სასწავლო პროცესის სკოლებში განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, სკოლებში პროცესის უსაფრთხოდ განახლება სწორედ პედაგოგების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. შეხვედრის შემდეგ პედაგოგების ნაწილი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო.