ბათუმის კორტებზე დღეს კონცერტი გაიმართება

23 ივლისი 2021, 14:47 604 ნახვა

ბათუმის კორტებზე დღეს საღამოს კონცერტი გაიმართება,  ამ წუთებში სამზადისი მიმდინარეობს, 90-იან წლების ჰიტების მოსასმენად ბილეთების ნაწილი  უკვე დაჯავშნულია, მაყურებლის წინაშე 16 მომღერალი წარსდგება. კონცერტი  22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და საათნახევარს გაგრძელდება, ღამის 12 საათიდან კი დიჯეი დაუკრავს დილის ხუთ საათამდე.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ირწმუნება, რომ შესაბამისი ნებართვა აქვთ და კონცერტზე  შეძლებენ რეგულაციების დაცვას.

ცნობისთვის,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კლუბების მუშაობა აკრძალულია, თუმცა მათ ვებ გვერდებზე ივენთები უკვე ჩანიშნულია და ბილეთების  დაჯავშნაც მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში