ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება

23 ივლისი 2021, 10:38 8070 ნახვა

საფეხბურთო ევრო 2020-ის შემდეგ ზაფხული კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებით გრძელდება. დღეიდან, 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მეორე შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ტოკიო 2020 ოფიციალურად დღეს 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება. ხვალიდან კი მედლებისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ოთხი წევრი სპორტის ოთხ სახეობაში იბრძოლებს.

ძიუდოში _ ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელსაც ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევენ, ასევე ოქროს პრეტენდენტებში განიხილება მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. მათ გარდა ხვალ იაპონიაში მოკრივე  ესკერხან მადიევი და  მოცურავე ირაკლი რევიშვილი იასპარეზებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი