ყველა დაკარგული დღე იქნება რისკის შემცველი- ასე ეხმიანება იმუნიზაციის საბჭოს წევრი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მასობრივი იმუნიზაციის პროცესს. ივანე ჩხაიძის განცხადებით, სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში 8 ნახევარი % არის ორჯერადად ვაქცინირებული, ამ ტემპით კი ქვეყანა ეროვნულ გეგმას ვერ მიაღწევს.
ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად , ვაქცინების მიმართ, ადამიანების დამოკიდებულებას ასახელებს.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ მსგავსი მიდგომით, ინფიცირებულთა რიცხვი არ შემცირდება. ვირუსისგან ბავშვების დაცვის ერთადერთ საშუალებად მან სწორედ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია დაასახელა.