საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1410 ადამიანი, გარდაიცვალა 18.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 656 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 704, „პისიარ“ ტესტით – 15 952.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო შვიდი დღის – 5,78%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 383 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 659.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5636 პირი ემსხვერპლა.