მუზეუმების თანამშრომლები პოლონეთში გაემგზავრნენ

20 ნოემბერი 2016, 00:00 3885 ნახვა

ქედის, ქობულეთისა და ბათუმის მუზეუმების 5 თანამშრომელი ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მიზნით პოლონეთში გაემგზავრა. „პროფესიული განვითარების ხელშეწყობის„ პროგრამის ფარგლებში, ისინი სილეზიის მუზეუმებში გაეცნობიან მუზეუმების მართვის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს და პოლონელი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ. პოლონეთის დელეგაცია მუზეუმების განვითარებისა და კულტურული ტურიზმის სფეროში თანამშომლობასთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით აჭარაში უკვე იმყოფებოდა. პროგრამაში ჩართული მუზეუმების თანამშრომლებს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შეხვდა.

ამავე კატეგორიაში