ბათუმის ქვიშის მოედანზე საპლაჟო ფრენბურთში იუნიორებში აჭარის ღია პირველობა - „შავი ზღვის ვარსკვლავები“ მიმდინარეობს.
შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი, ვაჟთა 18 და გოგონათა 20 წყვილი მონაწილეობს.
ტურნირის მიზანი ახალგაზრდა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენაა, რომლებიც მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.