პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ მილიონამდე ფრანგმა ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა

13 ივლისი 2021, 18:39 869 ნახვა

მილიონამდე ფრანგი დარეგისტრირდა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართვის შემდეგ, რომელშიც მან  ეპიდემიის შესაკავებლად ახალი ღონისძიებები დააანონსა. ორშაბათს საღამოს  მაკრონმა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის  შესახებ განაცხადა.  პრეზიდენტის თქმით,  აგვისტოდან ქვეყნის რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო ცენტრებში, თვითმფინავებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში სავალდებულო იქნება ვაქცინაციის ან კოვიდ-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის  დამადასტურებელი ეგრეთწოდებული სანიტარული  საშვის წარდგენა.   21 ივლისიდან ამ საშვის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან  ფესტივალებზე, სპექტაკლებზე, პარკებსა და ატრაქციონებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი