ყირგიზეთში თურქეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

06 ივლისი 2021, 18:31 809 ნახვა

ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის დავალებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი აჰმეტ დოღანი დაიბარეს და თურქული სპეცსამსახურების მიერ ყირგიზეთში  სასწავლო დაწესებულებების ქსელის დამფუძნებლის ორჰან ინანდის დაკავებასა და გატაცებასთან დაკავშირებით  საპროტესტო ნოტა გადასცეს.  უწყებაში ამ მოქმედების მიუღებლობაზე მიუთითეს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის  ძირითად პრინციპებსა და ნორმებს. ანკარას მოუწოდეს ყირგიზეთში დააბრუნოს და უზრუნველყოს მისი მოქალაქის  უსაფრთხოება. დოღანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. ორჰან ინანდი ბიშკეკში პირველ ივნისს გაუჩინარდა. იგი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა და რესპუბლიკაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ფართო ქსელი „საპატი“  შექმნა.   მისი გაუჩინარების შემდეგ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.  5 ივნისს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ  ინანდი, რომელსაც ანკარა ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მიმდევრად მიიჩნევს,  სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად უკვე თურქეთშია ჩაყვანილი და იგი მართლმსაჯულებას გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი