საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ისინი დაისჯებიან.
''რა თქმა უნდა ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა მიუღებელია და ეს არის დასაგმობი.
პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად, დღეს დილით სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა შესაბამისად დაისჯებიან, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა'' - განაცხადა პრემიერმა.
კითხვას: ხომ არ იყო გუშინ გაკეთებული განცხადება, ძალადობის ერთგვარი წახალისება ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა.
5 ივლისს ჰომოფობური ჯგუფების თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ. რამდენიმე მათგანს მედიკოსების დახმარება დასჭირდა და კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანებულია ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.