183 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 4 მილიონამდე გარდაცვლილი - ეს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემებია. ყველაზე რთული ვითარება კვლავ ინდოეთშია, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში დელტა ვარიანტის გავრცელების გამო კორონავირუსის მომდევნო ტალღის მოლოდინში არიან. წინა კვირასთან შედარებით კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები 46%-ით გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოში. ინდური შტამის გამო კომენდანტის საათი ამოქმედდა პორტუგალიის 45 მუნიციპალიტეტში.