საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში გუშინ ქობულეთის „შუქურამ“ ფოთის ფაზისის სტადიონზე „სამტრედიას“ უმასპინძლა და უმცირესობაში დარჩენილმა მაინც მოახერხა სამი ქულის მოპოვება.
სამტრედიელთა კარში გოლები ჯეფერსონ ჯერალდომ და ზურაბ მუსელიანმა გაიტანეს. ამ მოგებით შუქურამ 20 ქულა დააგროვა და მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლა.