დუბაიში ისრაელის გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. მანვე 29 ივნისს აბუ-დაბიში ოფიციალურად გახსნა ისრაელის საელჩო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ვიზიტით ჩავიდა. 2020 წლის 15 სექტემბერს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს.