თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ახლა საარჩევნო კომისია ელოდება ახალ თავმჯდომარესა და ახალ წევრებს მოახლოვებული არჩევნებისთვის.
განცხადება ცესკოში ცოტა ხნის წინ გაკეთდა, თუმცა არაფერი თქვეს, რატომ მიიღო თამარ ჟვანიამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მაშინ, როცა ოპოზიციის მოთხოვნას დაეტოვებინა მას თანამდებობა პასუხობდა, რომ: ,,პოსტებს ტოვებენ საფუძვლის და მტკიცებულებების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილებით“ .
გაერთიანებული ოპოზიცია არჩვენების შემდეგ ერთ-ერთ ულტიმატუმად სწორედ თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდა, რადგანაც მას არჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ახლა კი არ სჯერათ, რომ ჟვანია დამოუკიდებელად მიიღებდა გადაწყვეტილებას და ირწმუნებიან, რომ მას აუცილებლად ექნებოდა კონსულტაციები ,,ქართულ ოცნებასთან“.