საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 678 პაციენტი, გარდაიცვალა 22.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 29 709 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 220, „პისიარ“ ტესტით – 11 489.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,02%, ბოლო 14 დღის – 2,5%, ბოლო 7 დღის – 2,45%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 365 068 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 144 გამოჯანმრთელდა, 5 297 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 257 974 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 777.