თურქეთში ''კომენდანტის საათი'' უქმდება

28 ივნისი 2021, 11:52 857 ნახვა

თურქეთში, 1-ელი ივლისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „კომენდანტის საათი“ უქმდება, კაფეებსა და რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში იხსნება, პანდემიის გამო დახურული სამუშაო ადგილები და კინოთეატრები ხელახლა იხსნება.

ამასთან, ღია სივრცეში საქორწილო ცერემონიალების გამართვა სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი, თუმცა შიდა ცერემონიებისთვის გარკვეული შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს.

დაიშვება კონცერტები და ფესტივალები, თუმცა მხოლოდ დადგენილი წესების დაცვით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი