საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 808 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.