დღეს ეროვნული ლიგის - ის მეოცე ტურის შეხვედრაში აჭარული დერბი შედგება. „დინამო“ ბათუმი ქობულეთის ‘’შუქურას’’ ხვდება. გუნდებს რადიკალურად განსხვავებული სატურნირო მიზნები აქვთ, ბათუმელები ჩემპიონატს 39 ქულით ლიდერობენ, ხოლო ქობულეთის შუქურას ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება სურს.
გუნდი 16 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. შეხვედრა ბათუმის საფეხბურთო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება და თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც საინფორმაციო გამოშვება მთავარი 20:00 საათზე ეთერში არ გავა.