პარტია ''საქართველოსთვის'' ორგანიზაციას - ბათუმში ლუკა ასათიანის 10 ნომერში ოფისის დაცლას სთხოვენ. როგორც აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, ფართის მეპატრონეზე ლაშა ახალაიაზე სავარაუდოდ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს. ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ გუშინ ფართის მეპატრონე პარტიას მხარდაჭერას უცხადებდა.
აქვე ის აცხადებს, რომ არ სურთ პრობლემები შეუქმნან ახალაიას და ამიტომ ოფისის დაცლას გეგმავენ. ჩვენ დავუკავშირდით ფართის მეპატრონეს. ლაშა ახალაიამ, მაუწყებელთან კომენტარი არ გააკეთა და გვითხრა, რომ ერთ-ერთ არხზე გაკეთებული კომენტარით გვეხელმძვანელა.
სადაც ამბობს, რომ პარტიის მიმართ მისი დამოკიდებულება ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციებმა შეცვალა. საუბარია გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელდა რამდენიმე დღის წინ.