ბაჩი მიქელაძისა და ანრი კაკაბაძის სოლო საღამო კონსერვატორიაში

26 ივნისი 2021, 15:00 1168 ნახვა

არაერთი გრანპრისა და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების ბაჩი მიქელაძისა და ანრი კაკაბაძის სოლო საღამო გაიმართა   ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში.

რევაზ ლაღიძის  სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა  მსმენელს სპეციალური პროგრამა შესთავაზეს, რომლითაც ისინი 1 ივლისს უკვე თბილისში  წარსდგებიან. შეასრულეს ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, შოპენისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. ღონისძიებას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი