კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ

24 ივნისი 2021, 12:04 2225 ნახვა

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

,,საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც  ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამინისტია შეეხება დაახლოებით 245 000 ჩვენი თანამოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს. საუბარი არის იზოლაციის, კარანტინისა და  პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე'' - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს. 

''პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი. ეს სახდელები მათთვის არის მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობებული. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი