საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

24 ივნისი 2021, 10:50 799 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 861 პაციენტი, გარდაიცვალა 17.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 469 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 944, „პისიარ“ ტესტით – 14 525.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,45 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 22, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 37, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 245 380 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 792.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში