ბათუმის "დინამოს" და "შუქურას" მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილით დაიწყება

23 ივნისი 2021, 19:02 2709 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა ხვალ 24 ივნისს დილის 10 საათზე Biletebi.ge ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5,10,15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელზე კი მხოლოდ 4 ბილეთი გაიყიდება.

კოვიდპანდემიის გამო სტადიონის 30%-ის შესაბამისი რაოდენობის ბილეთი გაიყიდება.

"დინამოს" და "შუქურას" დაპირისპირება 27 ივნისს 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე დაიწყება.

გულშემატკივარს მისთვის მოედანზე შესასვლელი კარი შეხვედრამდე 2 საათით ადრე 18:00 საათზე გაიხსნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში